რეზონანსი
05.10.2022

რუსეთმა მისი დაწყებული ომი უნდა შეწყვიტოს ამის შესახებ ნატო გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა.

სტოლტენბერგის თქმით, ზელენსკისთან საუბრის დროს მან უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის პროგრესი აღნიშნა.

"ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და შევაქე მამაცი უკრაინელი ხალხი და შეიარაღებული ძალები რუსი აგრესორებისგან მათი ტერიტორიის დაბრუნების შთამბეჭდავი პროგრესისთვის. რუსეთმა მისი დაწყებული ომი უნდა შეწყვიტოს. ნატო გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება", - წერს ნატოს გენმდივანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×