რეზონანსი
06.10.2022

მიხეილ სააკაშვილთან დროულად უნდა დაუშვან ექსპერტი, სახელმწიფომ გააკეთოს განმარტება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, - ამის თაობაზე განცხადება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გააკეთა. ამასთან, ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფრაქცია დღეს ვერ დაესწრება ეკონომიკის მინისტრის მოსმენას, რადგან საჭიროა საქმის კურსში ჩააყენონ უფლებადამცველები და საერთაშორისო პარტნიორები.

"ექსპერტს ამ დრომდე არ აქვს საშუალება შევიდეს ბიუროკრატიული პროცედურების გაწელვის გამო, ახლა განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ჩვენმა კოლეგამ და მეგობარმა ასეთი შემაშფოთებელი ინფორმაცია გამოიტანა და ამის არავითარი უგულებელყოფა ექიმებისგან არ მოგვისმენია, არის ნიშანდობლივი. მისი გადაყვანა, გადარჩენა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება აუცილებელია და ეს უნდა იყოს დღეს საზოგადოების კონცენტრირების მთავარი, უპირველესი ამოცანა. დამატებითი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე ექსპერტს უნდა მიეცეს საშუალება შევიდეს და მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი. ამ ვითარებაში, დღეს, როცა მთელი ჩვენი კონცენტრირება მიმართული იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქმის კურსში ჩავაყენოთ უფლებადამცველი ორგანიზაციები, საერთაშორისო მისიები, დიპლომატები, დღეს მე ვერ ვხედავ იმის სულ მცირე შესაძლებლობას, რომ რუტინული დღის წესრიგით ვიმოქმედოთ დღეს პარლამენტში,"- განაცხადა დეკანოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×