რეზონანსი
06.10.2022

რადიკალურმა ოპოზიციამ დაინახა, რომ ჩვენს მხარეს არ არის ოლიგარქი, მათ მხარეს კი არის არაერთი ოლიგარქი. შესაბამისად, თუ მოხდება დეოლიგარქიზაცია ობიექტური კრიტერიუმებით, დაზიანდება მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია. სწორედ ამიტომ არ უნდათ ობიექტური კანონის მიღება, - ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის უკრაინული მოდელის გადმოღებასთან დაკავშირებით მოვისმინეთ კიდევ ერთი გაუგებარი განცხადება, რომელიც იძლევა ახალი კითხვების დასმის საფუძველს. ესეც ძალიან ცუდია. გუშინ გამოვიდა ხატია დეკანოიძე და თქვა, რომ კანონი უნდა მოერგოს ბიძინა ივანიშვილს და მეორე დღეს პრაქტიკულად მსგავს რამეზე მიანიშნებს ელჩი. ახლა დგება განმარტების საჭიროება, მერე დაისმება კითხვა, ამას დაერქმევა თავდასხმა და ა.შ. ასეთი განცხადებები არ ქმნის ჯანსაღ ფონს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ჯანსაღი განვითარებისთვის, რაც ძალიან სამწუხაროა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, უკრაინული კანონის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და რატომ - ოლიგარქი არ არის ადამიანი, რომელსაც უბრალოდ შესაბამისი ფინანსური რესურსები აქვს. ამის მიღმა მას უნდა ჰქონდეს გავლენა პოლიტიკასა და მედიაზე. ეს წერია უკრაინულ კანონში და ეს მათი მოგონილი კი არ არის, ესაა ობიექტური კრიტერიუმები. ოპოზიციას არ მოსწონს უკრაინული კანონი, იმიტომ რომ ის არის ობიექტური და არავისზე არ არის მორგებული - არც ივანიშვილზე, არც კეზერაშვილზე, არც სააკაშვილზე, არც „ჭუტაზე" და არც ვინმე სხვაზე. ამ დეფინიციის მიხედვით ივანიშვილი ვერ ჩაითვლება ოლიგარქად, იმიტომ რომ აკმაყოფილებს ერთ კრიტერიუმს - ფინანსურ რესურსს. არავითარი ფაქტი არ არსებობს, რომ მას აქვს გავლენა პოლიტიკასა და მედიაზე. რაც შეეხება სხვებს, მათ აქვთ აბსოლუტურად გაცხადებული გავლენა პოლიტიკასა და მედიაზე და ასევე აქვთ შესაბამისი თანხა. რამდენიმე დღის წინ კეზერაშვილმა გამოაქვეყნა საჯარო წერილი, რომელიც იყო თვითაღიარება იმისა, რომ ის არის ოლიგარქი. მან პირდაპირ აღიარა, რომ აქვს რესურსები - ხალხისგან მოპარული ფული - და ამ ფულს ის დებს მედიაში და პოლიტიკაში. უფრო მეტიც, მან აღნიშნა, რომ ფულს დებს ე.წ. სამოქალაქო სექტორშიც. მეტი რა არის ოლიგარქი? რადიკალურმა ოპოზიციამ დაინახა, რომ ჩვენს მხარეს არ არის ოლიგარქი, მათ მხარეს კი არის არაერთი ოლიგარქი. შესაბამისად, თუ მოხდება დეოლიგარქიზაცია ობიექტური კრიტერიუმებით, დაზიანდება მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია. სწორედ ამიტომ არ უნდათ ობიექტური კანონის მიღება", - აცხადებს კობახიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×