რეზონანსი
26.10.2022

დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კელინი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს - ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

"რუსეთი არ აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას. ეს გამორიცხულია. თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ყველა მინისტრი დაარწმუნა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ბირთვული იარაღის გამოყენებას. ეს თქვეს ჩვენმა თავდაცვის მინისტრმა და პრეზიდენტმა", - თქვა მან.

ცნობისთვის, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენებით არაერთხელ დაიმუქრა. ბრძოლის ველზე რუსი სამხედროების არაერთი მარცხის შემდეგ მუქარა კიდევ უფრო გაძლიერდა. დასავლეთი და ამერიკა რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მძიმე შედეგებზე აფრთხილებენ.

რუსეთში დღეს საბრძოლო წვრთნები ჩატარდა, რომელიც ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების გაშვებას მოიცავდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×