რეზონანსი
30.10.2022

„ქართულ ოცნებას" ყველაფერი უკუღმა და არასწორად ესმის - ჩვენ გვჭირდება სახალხო დამცველი, რომელსაც დიახაც, რომ პოზიცია ექნება იმ უსამართლობებზე, რომელიც ქვეყანაში ხდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანას არ სჭირდება ისეთი სახალხო დამცველი, რომელსაც არაფერზე არასდროს ექნება პოზიცია და ყველაფრის მიმართ „ინდიფერენტული და ნეიტრალური იქნება".

„ამაშიც კი არის ფუნდამენტური განსხვავება პრორუსულ „ქართულ ოცნებასა" და საზოგადოებას შორის. დიახაც, ჩვენ გვჭირდება სახალხო დამცველი, რომელსაც აზრიც ექნება, პოზიციასაც დააფიქსირებს, უსამართლობასაც წინ აღუდგება და მკაფიო პოზიციები ექნება და არა ინდიფერენტული, გადღაბნილი ან პოზიციების არარსებობის მქონე, როგორც ეს „ქართულ ოცნებას" [სურს]. ეს არ მოხდება, ჩვენ გვეყოლება სახალხო დამცველი, რომელსაც უნდა ჰქონდეს პოზიცია", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მან ასევე ისაუბრა „სტრატეგია აღმაშენებლიდან" თეონა აქუბარდიას წასვლის შესახებ და წარმატებები უსურვა ყოფილ თანაპარტიელს.

„აზრთა შორის განსხვავებები გვქონდა ბოლო დროის განმავლობაში ბევრ ძირეულ საკითხზე, შესაბამისად, თეონამ ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. პოლიტიკური პარტია არის ერთი ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც ვიღაც ტოვებს, ვიღაც შეემატება და ამაში ტრაგედია არც ჩვენთვის და არც თეონასთვის არის რამე. ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებას ვუსურვებ თეონას ყველგან, სადაც იქნება ქვეყნის სასიკეთო საქმეში", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×