რეზონანსი
30.10.2022

გაერო-ს ოფიციალური პირები კონტაქტზე არიან რუსეთის ხელისუფლებასთან ოფიციალური მოსკოვის მიერ უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტზე გაერო-ს შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების შეჩერებასთან დაკავშირებით.

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის პრეს-სპიკერი სტეფან დუჟარიკმა, შეთანხმების გაგრძელების მოწოდებით გამოვიდა.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას", - აღნიშნა გაერო-ს პრეს-სპიკერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული შეთანხმება კრიტიკულ ჰუმანიტარულ ძალისხმევას წარმოადგენს, რომელიც აშკარად დადებით გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანისთვის საკვებზე ხელმისაწვდომობის კუთხით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×