რეზონანსი
30.10.2022

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს საკვების იარაღად ქცევაში ადანაშაულებს, მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება შეაჩერა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებას "სრულად აღმაშფოთებელი" უწოდა, ხოლო სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ მოსკოვი "საკვების იარაღად ქცევას" ახდენს.

ბლინკენმა შეთანხმების შეჩერებას სამწუხარო უწოდა და მოუწოდა ყველა მხარეს შეინარჩუნონ ეს უმნიშვნელოვანესი, „სიცოცხლის გადამრჩენი" ინიციატივა.

„რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს მარცვლეულის ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ექსპორტს, არსებითად არის განცხადება, რომ ადამიანებმა და ოჯახებმა მთელ მსოფლიოში უფრო მეტი უნდა გადაიხადონ საკვებისთვის ან იშიმშილონ. ამ შეთანხმების შეჩერებით, რუსეთი საკვებს კვლავ იარაღად აქცევს მის მიერ დაწყებულ ომში, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებსა და სურსათის გლობალურ ფასებზე. ამწვავებს ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისებს და სასურსათო დაუცველობას", - აღნიშნა ბლინკენმა.

ცნობისთვის, გაერო-ს შუამავლობით დადებული მარცვლეულის შეთანხმების შედეგად, ომის დროს, უკრაინიდან 8 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული იქნა ექსპორტირებული და სურსათზე გლობალური ფასების ზრდა დაეცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×