რეზონანსი
30.10.2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ და ინკლუზიურად მიმდინარეობს.

პარლამენტში კანდიდატების მოსმენის პროცესი გრძელდება. მათიკაშვილი იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურაზე, როგორც სახელისუფლებო გუნდი, ისე ოპოზიცია საბოლოოდ ერთ კანდიდატზე შეჯერდება, რომელსაც პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს.

„საზოგადოება აკვირდება ამ პროცესს. კანდიდატთა პასუხები ძალიან დაეხმარება დეპუტატებს იმისთვის, რომ სათანადო გადაწვეილება მიიღონ და კონკრეტულ კანდიდატზე შეთანხმდნენ.

უმრავლესობას სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატი არ დაუსახელებია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი კრიტერიუმები, ეს არის: მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა და კანდიდატის პროფესიონალიზმი, რომელიც იქნება განმსაზღვრელი არჩევანის გაკთების დროს. კარგი იქნება, თუ ოპოზიცია და უმრავლესობა გამონახავს შესაბამის რესურს და არჩევანის გაკეთება რომელიმე კონკრეტულ კნდიდატზე მოხდება", - განაცხადა მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×