რეზონანსი
30.10.2022

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, რუსეთმა დაიწყო იმპორტირებული აღჭურვილობის დაშლა სათადარიგო ნაწილებად, რომელსაც შემდეგ სამხედრო მიზნებისთვის იყენებს.

"ჩვენ ვხედავთ სარეცხი მანქანების, მაცივრების და ელექტრო სარძევე ტუმბოების ევროპული ექსპორტის ბუმს რუსეთის მეზობლებში უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ", - წერს ერმაკი.

მისივე თქმით, ამის შემდეგ მოპარული ტექნიკა რუსეთში გადადის, რომელსაც საბოლოოდ შლიან და სამხედრო მიზენებისთვის იყენებენ.

"რუსეთში შემოტანილი ნებისმიერი უცხოური ტექნიკა საბოლოოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას სამხედრო მიზნებისთვის, რადგან სანქციებმა შეწყვიტა რუსებს წვდომა დასავლურ ტექნოლოგიებზე, ამიტომ ისინი ეძებენ ჩიპებს, რათა მოგვიანებით გამოიყენონ ისინი სამხედრო მიზნებისთვის, სადაც შეძლებენ", - წერს ერმაკი.

ერმაკმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, რომ ეს პროცესი რუსეთისთვის შეუძლებელი გახადოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×