რეზონანსი
30.10.2022

ახლახან, ჩვენ დაგვაბრალეს, რომ თურმე, ბოტანიკურ ბაღს ფონდი „ქართუ“, არც მეტი - არც ნაკლები, წყალს პარავს და ბოროტი დევების როლშიც გამოგვიყვანეს, - ამის შესახებ ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა „იმედის კვირს“ განუცხადა.

გარემოს დაცვითი და ეკოლოგიური პროექტები, რომელსაც „ქართუ“ უკვე წლებია აფინანსებს, 60 მილიონო დოლარის მოცულობისაა. მათ შორის არის საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ფონდი ბოლო 20 წელია სისტემატურად სხვადასხვა ფორმით ეხმარება.

„პოლიტიკურად ანგაჟირებული მედია არ ღალატობს თავის თავს და ჩვენს შესახებ მორიგი სიუჟეტი გამოაცხო. ზოგადად, ჩვენ მსგავს სიუჟეტებს შეჩვეული ვართ, მაგრამ ხანდახან ჩვენც გვაკვირვებენ. ასეთი რამ ახლაც მოხდა. ახლახან, ჩვენ დაგვაბრალეს, რომ თურმე, ბოტანიკურ ბაღს ფონდი „ქართუ“, არც მეტი - არც ნაკლები, წყალს პარავს და ბოროტი დევების როლშიც გამოგვიყვანეს. ეს იმდენად სასაცილო და უხერხული ბრალდებაა, რომ პასუხის გაცემა მეუხერხულება კიდევაც. თუმცა ამის გარეშე შეუძლებელია. ამ სიყალბეს უნდა პასუხი გაეცეს“, - განაცხადა ჩხეტიანმა.

ქართუმ“ ბოტანიკურ ბაღზე ზრუნვა 2000 წლიდან დაიწყო. ერთ-ერთი დიდი საქმე, რაც აქ ფონდმა 2021 წელს გააკეთა, ბოტანიკური ბაღის საირიგაციო სისტემის რეკონსტრუქცია იყო. რაც „ქართუმ“ 2მლნ ლარით დააფინანსა. ამ პროექტის ფარგლებში მოხდა მტკვარზე არსებული სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია, შეიძინეს 2 ტუმბო აგრეგატი, შეიცვალა და დამონტაჟდა 2,5 კმ ქსელი. ასევე მოხდა 6 ავზის კაპიტალური რემონტი, და მოეწყო 1 ახალი აუზი.

ამასთან, აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა წავკისისწყლის საყრდენ კედლებს, ჩანჩქერის თავზე არსებულ ხიდს და აგურის თაღოვან ,,თამარის“ ხიდს, კეთილმოეწყო გზები და ბილიკები.

რა გაკეთდა ბოტანიკურ ბაღში და რას აკეთებს „ქართუ“ ეკოლოგიისთვის, დეტალები ნახეთ „იმედის კვირის“ რეპორტაჟში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×