რეზონანსი
31.10.2022

მომდევნო სამი წლის განმავლობაში, იმ დათქმით, რომ ყველა ეს პროეტი იქნება გაფორმებული და გაშვბული, ენერგეტიკის სექტორში მინიმუმ 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით. ეს არის ძალიან მნიშვნლოვანი გადაწყევტილება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს ახალი სქემა, რომელსაც სახელმწიფო ინვესტორებს შევთავაზებს.

„მხარდაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო 3 წლის განმავლობაში ჯამში, 1500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას. მასში არ შედის 800მგვტ, რომელზეც ვისაუბრე და არ შედის დიდი პროექტები, როგორიც არის ნამახვანი, ნეკრა და ხუდონი. ანუ, ჯამურად, ამ 1500 მგვტ სიმძლავრის ხელშეწყობით დაახლოებით, 2,2 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით. ამას დაემატება 800 მგვტ სიმძლავრის პროექტები. მომდევნო სამი წლის განმავლობაში, იმ დათქმით, რომ ყველა ეს პროექტი იქნება გაფორმებული და გაშვბული, მინიმუმ 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით ენერგეტიკის სექტორში. ეს არის ძალიან მნიშვნლოვანი გადაწყევტილება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×