რეზონანსი
31.10.2022

ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც მეზობლების მონაყოლიდან ირკვევა, სავარაუდო დამნაშავეს ცოლ-შვილის მოკვლით ემუქრებოდნენ. მეუღლის თქმით, როცა სახლში დაბრუნდა, ფეხში იყო დაჭრილი და ცხვირ-პირიდან სისხლი სდიოდა.

„მეშინია, ჯერ ისედაც შეშინებული ვარ. 4 შვილი მყავს, ოთხივემ ყველაფერი დაინახა. ისედაც შეშინებული ვარ, სტრესში ვარ. ოჯახი დამექცა და გამინადგურეს. სამსახურიდან მოვიდა ნაცემი, ფეხში დაჭრილი, ცხვირ-პირიდან სისხლი სდიოდა, სისხლს აღებინებდა. ემუქრებოდნენ, ჩამოდი თორემ ცოლ-შვილს დაგიხოცავთო", - აცხადებს განზრახ მკვლელობის მოტივით დაკავებულის მეუღლე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 25 წლის თემურ ხარაული მოკლეს. მამაკაცს ცივი იარაღით, 33 წლის თანამშრომელი გაუსწორდა, რომელიც მასთან ერთად სამშენებლო ობიექტზე იყო დასაქმებული. თბილისში მოკლული 25 წლის თემურ ხარაული სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯიდანაა.

"დაიჯესტი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×