რეზონანსი
02.11.2022

უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ერდოღანს მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების შენარჩუნებაში აქტიური მონაწილეობისთვის, ასევე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ განვიხილეთ შემდგომი ნაბიჯები ჩვენი ტყვეებისა და პოლიტპატიმრების დასაბრუნებლად. თურქეთის მხარდაჭერა ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ საკითხში", - განაცხადა ზელენსკიმ.

დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ გაეროსა და თურქეთის წყალობით, რუსეთმა მიიღო უკრაინისგან საჭირო წერილობითი გარანტიები, რომ უკრაინის ჰუმანიტარული დერეფანი და პორტები არ იქნება გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×