რეზონანსი
02.11.2022

მე მგონი, ყველაფერი ზედაპირზეა და ჩვენი საზოგადოება ყველაფერს პირდაპირ ეთერში უცქერს, თუ რა დღეშია ოპოზიცია. ოპოზიციას ვეღარ დავარქმევ რადგან საერთოდ დაკარგეს ნდობა ქართველი ამომრჩევლის, ხალხის და ერთმანეთში მიდის გარჩევა, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE" განაცხადა.

„ჩვენ რომ მხოლოდ მათთან გვქონდეს საქმე, შეჯიბრებითობის პროცესში ვიყოთ მათთან, ძალიან დაწყნარებულები ვიქნებოდით, მაგრამ ჩვენ ქვეყანაზე, მის მომავალზე, არსებულ მდგომარეობაზე გვაქვს საუბარი. არჩევნების პერიოდშიც ვიცოდით, რომ მოწინააღმდეგე არ გვყავდა. ჩვენი მოწინააღმდეგე იყო პრობლემები. არაერთხელ გვითქვამს, რომ ძალიან ცუდია, როცა ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ მიმართულებას არ ჰყავს კრიტიკოსი ან კონკურენტი, ეს ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ სფეროში სჭირდება, რომ მუდმივად ფორმაში იყოს. ეს არ არის კარგი არც მმართველი პარტიისთვის, არც საზოგადოებისთვის, არც ქვეყნისთვის, მაგრამ ეს რეალობაა, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ, უბრალოდ ხელოვნურად ამ ყველაფრის შეცვლა შეუძლებელია", - განაცხადა ყაველაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×