რეზონანსი
03.11.2022

ლენტეხის მერის, გიორგი ონიანის კაბინეტს ცეცხლი გაუხსნეს და შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს. მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ახალი დეტალი ხდება ცნობილი.

გამოძიება აქტიურად განიხილავს ერთ-ერთ ვერსიას, რომლის მიხედვითაც გიორგი ონიანზე შურისძიება ტენდერებში დამარცხების შედეგად ერთ-ერთი ადგილობრივი კომპანიის მფლობელმა დაგეგმა. ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიის მეპატრონეს კონფლიქტი ლენტეხის მერთან ხშირად ჰქონდა.

თავად გიორგი ონიანი, რომელიც ლენტეხში ქირით ცხოვრობს, ამ ამბის შემდეგ არ გამოჩენილა. მისი სახლის დიასახლისი ამბობს, რომ 2 დღეა, ის არ უნახავს.

"2 დღეა არ მინახავს, ამბობენ, თბილისშიაო. რაც ეს შემთხვევა მოხდა, ის სახლში არ გამოჩენილა", - უთხრა ,,ტვ პირველს“ სახლის მეპატრონემ.

ადგილობრივები იმასაც ჰყვებიან, რომ გიორგი ონიანი მერად ყოფნის პერიოდში წინ აღუდგა ტენდერების მოგების დროს დამკვიდრებულ მავნე ტენდენციებს, რაც ,,ატკატების" გაცემას გულისხმობ. ეს ფაქტი არ მოეწონათ ადგილობრივ კრიმინალებს და ონიანს გამაფრთხილებელი სიგნალი მისცეს.

"ტვ პირველი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×