რეზონანსი
03.11.2022

„ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ ისაუბრა, თუ რის სანაცვლოდ მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დავით გარეჯის ირგვლივ დანაშაული.

„ბევრმა იცის, რომ ერთ-ერთ ტრანსნაციონალურ კომპანიაში ამათ მისცეს წილი. მაშინ სააკაშვილმა ერთ-ერთი თავისი მინისტრი, იგი თანამდებობიდან გადადგა და როგორც ე.წ. მოლარედ იქ ჩაისვა. ბოლო ერთი წელია აღარ გადამიმოწმებია, ყოველ შემთხვევაში ერთი წლის წინ ის კაცი იქ წილებზე ოპერირებდა.

სააკაშვილმა სამშობლო გაყიდა და ალიევს ლამაზი თვალების გამო, ხომ არ დაუთმობდა ამ ტერიტორიას. აქ ერთმნიშვნელოვნად მინდა ვთქვა, რომ როგორღაც ეს თემა ჩვენ ისე უნდა გავიაროთ, რომ ქართულ საზოგადოებაში აზერბაიჯანული მხარის მიმართ წყენა არ გაჩნდეს. ისინი ამაში დამნაშავე არ არიან. რა თქმა უნდა, მას უნდა სტრატეგიული სიმაღლე რომ ჰქონდეს და ჩვენც გვინდა, რომ სტრატეგიული სიმაღლე გვქონდეს“, - განაცხადა ბაღათურიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×