რეზონანსი
03.11.2022

უკრაინამ შეიმუშავა თამამი კანონი ოლიგარქების წინააღმდეგ. რაც კარგია! - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის მიერ მიღებული დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ საუბრის დროს.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინამ თამამი კანონი შეიმუშავა ოლიგარქიის წინააღმდეგ, რაც მისასალმებელია, მან ასევე გამოთქვა სურვილი, რომ კანონის აღსრულება იხილოს.

,,რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, უკრაინამ შეიმუშავა თამამი კანონი ოლიგარქების წინააღმდეგ, კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. ფაქტობრივად, ეს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ეს გააკეთა. ეს კარგია. ახლა საქმე იმპლემენტაციაზეა, ჩვენ გვინდა ვიხილოთ შედეგი პრაქტიკულ ასპექტში", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×