რეზონანსი
03.11.2022

მკაცრად ვგმობთ ყველანაირ გამოვლინებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შელახვის, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის ეროვნული კრების დელეგაციის ვიზიტზე გვექნება მკაცრი რეაქცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, ეს არის ერთგვარი გაგრძელება იმ ვიზიტის, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტს ოკუპირებულ აფხაზეთში ცოტა ხნის წინ ჰქონდა.

„ეს შეშფოთებას იწვევს. ჩრდილს აყენებს და აზიანებს ჩვენს შორის ურთიერთობას. ამიტომ მკაცრი რეაქცია იქნება. ეს არის დასაგმობი, რადგან არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შემლახველი. ეს არის ოკუპაციის კანონის დარღვევა. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც დიპლომატიური საქმიანობის ჭრილში არის. გარდა იმისა, რომ ელჩი დავიბაროთ და ეს საქციელი დავგმოთ, სახელმწიფოს სხვა ბერკეტი არ აქვს. უკიდურესი ზომა იქნებოდა დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა, თუმცა არ მგონია, ეს რაიმე სარგებლის მომტანი იყოს. შესაბამისად, ვმოქმედებთ, იმ დიპლომატიური პროტოკოლიდან გამომდინარე, რაც ამ შემთხვევაში არსებობს. რა თქმა უნდა, ბელარუსის მხრიდან წითელი ხაზების გადაკვეთა და აფხაზეთის ან ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება მოხდა, მაშინ გადაიდგმება უკიდურესი ნაბიჯები, რასაც მოჰყვება დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა. იმედი მაქვს, ბელარუსი ამ ნაბიჯს არ გადადგამს", - განაცხადა სამხარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×