რეზონანსი
06.11.2022

სანქციები არაფრის მომტანია და უფრო დამაზიანებელია საქართველოსთვის, ვიდრე რუსეთისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „იმედის კვირას" განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ესტონელი პარლამენტარის, სვენ მიქსერის ავტორობით მომზადებულ დოკუმენტზე.

„ნებისმიერი პასუხსიმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს საკუთარი სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს ინტერესებით, იმოქმედებდა ისე, როგორც ჩვენი ხელისუფლება მოქმედებს. ამ შემთხვევაში სანქციები არაფრის მომტანია და უფრო დამაზიანებელია საქართველოსთვის, ვიდრე რუსეთისთვის", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ალდეს, ანუ ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსს, რომლის წევრებიც ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი", მოძრაობა „ლელო", ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი" და ელენე ხოშტარია არიან, ევროპარლამენტში სიდიდით მეოთხე ფრაქცია აქვს, რომელშიც 68 ევროპარლამენტარია. როგორც ჩანს, რადიკალებისთვის ევროპარლამენტში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი იპიპის ცალკეული წევრების ლობისტობა საკმარისი არ არის და ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის ხელის შესაშლელად ახალ მოკავშირეებს ახლა ალდეშიც ეძებენ.

როგორც ივლისის თვეში, მათ მოკავშირე ევროპარლამენტარებთან ერთად, ისინი მუშაობენ ქვეყნისთვის საზიანო შინაარსის შესწორებებზე, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის სამუშაო ვერსიაში გაჩნდა. დოკუმენტს, რომელი ესტონელი პარლამენტარის, სვენ მიქსერის ავტორობით მომზადდა, საგარეო კომიტეტი 2 დღეში განიხილავს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე კი 21 ნოემბერს გავა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×