რეზონანსი
12.11.2022

შიდა ქართლი საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ინფორმაციით, კლინიკა ,,გორმედის” პალატებში საპირფარეშოებს გამჭვირვალე კარი აქვს.

მედიას ფოტოები მოქალაქემ მიაწოდა და გამოცემას უყვება, რომ ადმინისტრაციასთან გააპროტესტა, თუმცა უპასუხეს, რომ ვერ ხვდებიან, რა საჭიროა კარს ჰქონდეს დაბურული მინა. როგორც ირკვევა, კლინიკის დირექტორიც ინფორმირებულია.

ეს კლინიკის ერთადერთი პრობლემა სულაც არ გახლავთ, ამ ყველაფერთან ერთად, მედიის ინფორმაციით, კლინიკაში არ არის ცხელი წყალი.

მედიის ცნობით,  მას შემდეგ, რაც გორის ბავშვთა საავადმყოფო ,,იავნანა” გადავიდა ,,გორმედში”, ბავშვები და მათი მშობლები ასეთ პალატებში ხვდებიან.

,,მე ამჟამად ორსაწოლიან პალატაში ვარ. ვართ ორნი. ძალიან უხერხულია ასეთ სიტუაციაში ასეთ საპირფარეშოში შესვლა. დისკომფორტია ნამდვილად.

შეიძლება ექიმი ან თუნდაც ახლობელი იმ დროს შემოვიდეს, როდესაც შენ ასეთ გამჭვირვალე საპირფარეშოში ხარ” – ჰყვება პაციენტი მედიასთან.

qartli.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×