რეზონანსი
12.11.2022

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომ დავით კეზერაშვილი მისი პარტნიორია. მისი აზრით, ეს არის კლასიკური ოლიგარქიის მორიგი მტკიცებულება და უჩა მამაცაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი ბინძური კამპანიაც დავით კეზერაშვილის დაკვეთა იყო.

„კლასიკური ოლიგარქიის მორიგი მტკიცებულება. ეს ვარკეთილის ტურფა აღიარებს, რომ მის ეგრეთწოდებულ ენჯეოს სწორედ კეზერაშვილი აფინანსებს, ანუ პირდაპირ და ღიად ადასტურებს იმასაც, რომ ყველა ის სიბინძურე და ტალახი, რაც ამ რეინკარნირებული ჟირინოვსკიდან მოედინება, სწორედ კეზერაშვილის დაკვეთაა. ახლა დაუფარავად ვიცით, ვინ იდგა ბინძური კამპანიის უკან, რომელიც ამ ვირთხის ხელით აწარმოეს უჩა მამაცაშვილის წინააღმდეგ. კარგი დრო უდგათ ნაცებს, აღიარებები კვლავ იქნება!“ - წერს ნიკოლეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×