რეზონანსი
12.11.2022

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გია ბარამიძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც პარტიის თავმჯდომარის არჩევნების წესი უნდა მოამზადოს.

ბარამიძის თქმით, ამ ჯგუფში შედიან როგორც ნეიტრალურად განწყობილი პირები, ასევე, გარკვეული პოზიციის მქონე წევრებიც. პოლიტიკოსი ამბობს, რომ არის სურვილი, პროცესებში მონაწილეობა მიიღონ ემიგრანტებმაც.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ 22 ნოემბრამდე უნდა ჩამოყალიბდეს არჩევნების წესი, რომელსაც შემდეგ პოლიტიკური საბჭო დაამტკიცებს. ამის შემდეგ დაიწყება დასახელებული კანდიდატურების კამპანია.

ცნობისთვის, ამ დროის მონაცემებით, თავმჯდომარის პოსტზე 3 კანდიდატი იყრის კენჭს. მოქმედ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ერთდ, ამ პოსტის დაკავებას შეეცდებიან - გიორგი მუმლაძე და გიორგი ჩალაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×