რეზონანსი
24.11.2022

უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტს ამზადებს, - ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ფინეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

„ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავარტყათ რუსეთს, სადაც მტკივნეულია, რათა კიდევ უფრო დავასუსტოთ უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოების მისი უნარი. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ მთელი სისწრაფით ვმუშაობთ სანქციების მე-9 პაკეტზე", - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროპა ვერ დაისვენებს, სანამ უკრაინა პუტინს არ დაამარცხებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე დავამტკიცებთ რუსეთის ნავთობის გლობალურ ფასზე ზედა ზღვარს „დიდ შვიდეულთან" და სხვა მთავარ პარტნიორებთან ერთად. ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ უკრაინა არ დაამარცხებს პუტინს და მის უკანონო და ბარბაროსულ ომს", - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×