რეზონანსი
24.11.2022

„ნაციონალურ მოძრაობას" რებრენდინგი არ გამოუვა, მას ზურგზე ძალიან მძიმე წარსული აწევს, რასაც ვერ ჩამოირეცხავენ. კიდევ უფრო მძიმეა დღევანდელი კანდიდატები, რომლებიც პარტიას უფრო დაბლა ექაჩებიან, ვიდრე დღეს არიან. არ მგონია, შიდა ბრძოლებით რამე გამოვიდეს, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, „ქვეყნისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს და ვინ უფრო მეტ ფულს აიღებს კეზერაშვილის თუ მსგავსი ოლიგარქების სალაროდან".

„სულხან-საბა ორბელიანს აქვს არაკი, თუ გახსოვთ, მეფეს რომ დალაქი პარსავს და უცებ, ყელზე დანას მიადებს. ბრძენს ჰკითხეს, მიწა გათხარეთ და იქ იქნება პასუხიო. მიწა რომ გათხარეს, ქოთანში ჩაფლული ოქრო აღმოჩნდა. ამ კაცმა დიდი ფული მოიპარა და იშოვა, ახლა ამბიცია გაუჩნდა, რომ ქვეყანა მართოს და გავლენები ჰქონდეს იმ სფეროებზე, რომელზეც გავლენა ვერასდროს ექნება. კეზერაშვილს ამბიცია აქვს, რომ ეს ქვეყანა მართოს და ამ ქვეყანაში იმ ფულის ლეგალიზება მოახდინოს, რომელიც მოიპარა. არ გამოვრიცხავ, გარედანაც აქეზებენ. ამის ერთ-ერთი მანიშნებელი შეიძლება, იყოს კეზერაშვილის კურტ უოლკერთან შეხვედრა", - განაცხადა სუბარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×