რეზონანსი
27.11.2022

ომის 277-ე დღეს უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 600-ზე მეტი ჯარისკაცი, 4 იარაღის საცავი და სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს. ბრძოლის ველზე წარუმატებელი მოქმედებების პარალელურად, ოკუპანტები დასახლებული პუნქტებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ენერგოობიექტებს ინტენსიურად ბომბავენ.

"უკრაინა ევროპისა და მსოფლიო უსაფრთოხების აღსადგენად ყველაფერს აკეთებს. გლობალური სტაბილურობის გარანტი ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლაა. ოკუპანტები აქტიურად უტევენ ჩვენ ენერგოსისტემას, თუმცა ჩვენი ელექტრიკოსები ყველაფერს აკეთებენ რათა უკრაინელებს ელექტრო ენერგია და გათბობა ჰქონდეთ. რამდენიმე რეგიონში დაზიანებული ობიექტები უკვე აღვადგინეთ, თუმცა კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. მტერი ჩადენილ დანაშაულებზე პასუხს აუცილებლად აგებს და ჩვენი ტერიტორიების დატოვება მოუწევს. დღეს ტყვეობიდან ჩვენი 12 მოქალაქე, მათ შორის ჯარისკაცები დავაბრუნეთ. დიდი მადლობა ყველას ვინც უკრაინას გლობალური უსაფრთოხების აღდგენაში ეხმარება"- ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი.

დაძაბული ვითარებაა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში. ინტენსიური ბრძოლების ფონზე უკრაინელებმა დროებით ოკუპირებული სვატოვოსა და კრიმინოეს მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს და მტერს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს.

"ლუგანსკის ოლქში ვითარება დაძაბულია, თუმცა რამდენიმე მიმართულებით წარმატებით ვიბრძვით. განსხვავებული ვითარებაა დონეცკის ოლქის საზღვარზე, სადაც ჩვენი არმია მტრის იერიშებისგან თავს ეფექტურად იცავს, ასევე ბელოგოროვკაში შესვლას ცდილობს. წარმატება გვაქვს სვატოვოსა და კრიმინოეს მიმართულებით, სადაც ოკუპანტების თავდაცვით პოზიციებს ვანადგურებთ. ვცდილობთ მტრის ლოჯისტიკური კვანძები გავანადგუროთ და გადაჯგუფებაში ხელი შევუშალოთ. ოკუპანტებს რეგიონში რამდენიმე დაჯგუფება ჰყავს მობიულიზებული, მათ შორის არიან რეზერვისტები, ვაგნერის დაჯგუფება, რეგულარული არმია და კადიროველები. ჩვენი არმია ქალაქ ლუგანსკთან ძალიან ახლოს არის. ლუგანსკის აღება ომის დასრულებას და უკრაინის გამარჯვებას ნიშნავს. რა თქმა უნდა ეს რთული იქნება თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ",- ამბობს ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი, სერგეი გაიდაი.

ცნობისთვის, მძიმე ვითარებაა უკრაინის მიერ დე-ოკუპირებულ ხეროსნშიც. უკრაინული მხარის ინფორმაციით დე-ოკუპაციის შემდეგ უკვე 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×