რეზონანსი
30.11.2022

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები 9 დეკემბერს აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, მოგვიანებით გაიხსნება საახალწლო სოფელიც.

„საახალწლო ილუმინაციებისა და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება 9 დეკემბერს, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ამინდი იქნება. ამასაც ვაკვირდებით. თუ რაიმე ცვლილება იქნება, ამის შესახებაც მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას, თუმცა, გადაწყვეტილი გვაქვს, რომ 9 დეკემბერს განათდეს დედაქალაქი საახალწლო ილუმინაციებით. მოგვიანებით გაიხსნება საახალწლო სოფელი, სადაც ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. ამასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მოგვიანებით მივაწვდით საზოგადოებას", - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×