რეზონანსი
01.12.2022

„ნაციონალურ მოძრაობის" წევრებს ქვეყანაში პოლარიზაცია, რადიკალიზმი უნდოდათ და საბოლოო ჯამში დაპირისპირებასა და რადიკალიზმს მიაღწიეს პარტიაში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებაა ძალაუფლებისთვის, ფულისთვის.

„ეს არის შიდა დაპირისპირება, რაც საბოლოო ჯამში დაასუსტებს პარტიას და ეს არის ძალიან კარგი პროცესი. ნაცვლად იმისა, რომ ჩაეტარებინათ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები, რიგგარეშე არჩევნებს ატარებენ საკუთარ პარტიაში. ნაცვლად იმისა, რომ გადაეტრიალებინათ მთავრობა, გადაატრიალეს საკუთარი თავმჯდომარე. ეს არის ძალიან კარგი. მათ ქვეყანაში პოლარიზაცია, რადიკალიზმი უნდოდათ და საბოლოო ჯამში დაპირისპირებას და რადიკალიზმს მიაღწიეს პარტიაში. ეს კარგია, რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური სისტემა", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×