რეზონანსი
07.12.2022

როდესაც კითხვა გაჩნდება, რატომ აქვს ქართულ არასამთავრობო სექტორს რეიტინგი „პლინტუს“ დაბლაო, მშვენიერაძე გაიხსენეთ, ეს გახლავთ „პრადვინუტი" NGO-სექტორის სახე”, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

ქადაგიძე გიორგი მშვენიერაძის „ფეისბუქ” სტატუსს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ იმის მაგივრად ყველა ურთიერთთანამშრომლობას უდიდესს მნიშვნელობას ანიჭებდეს, ეს გენმოდიფიცირებული „ენჯეოშნიკი" ღლიცინებს და თან აზერბაიჯანს დასცინის.

„როდესაც კითხვა გაჩნდება, რატომ აქვს ქართულ არასამთავრობო სექტორს რეიტინგი „პლინტუს" დაბლაო, მშვენიერაძე გაიხსენეთ, ეს გახლავთ „პრადვინუტი" NGO-სექტორის სახე...

იმის მაგივრად, რომ აღნიშნავდეს და ხელს უწყობდეს პროცესს, როგორც საქართველოს განსაკუთრებულ როლს კავკასიაში, თბილისის ფუნქცია, იყოს კავკასიის მშვიდობის უზრუნველმყოფი და ყველა ურთიერთთანამშრომლობას უდიდესს მნიშვნელობას ანიჭებდეს; ეს გენმოდიფიცირებული "ენჯეოშნიკი" ღლიცინებს და თან აზერბაიჯანს დასცინის...

ჰო და თუ არსებული პრაქტიკა არ მოგწონთ, აკერმანის და შარპის პრაქტიკებს მიჰყევით...”- წერს ქადაგიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×