რეზონანსი
11.12.2022

ცხოველთა უფლებადამცველი, ნანა ხანაშვილი ამბობს, რომ ქუთაისში, ქალაქის მერიას დაქვემდებარებულ ცხოველთა თავშესაფარში, ა(ა)იპ სპეციალური სერვისების თანამშრომელმა მას ფზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ხანაშვილის ინფორმაციით, ის ცხოველთა თავშესაფარში მას შემდეგ მივიდა, რაც მისი ძაღლი დაიკარგა, ადგილზე მისულს კი სპეციალური სერვისების თანამშრომელმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი თავის არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

ცხოველთა უფლებადამცველი ა(ა)იპ-ის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებასა და მის მიმართ სამართლებრივი დავის დაწყებას მოითხოვს.

ინციდენტში მონაწილე ორივე პირი გამოკითხვის მიზნით, პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

"მთავარი არხი" სპეციალური სერვისების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც თქვეს, რომ მომხდარზე მოკვლევა უკვე დაწყებულია, კომენტარს კი მოგვიანებით გააკეთებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×