რეზონანსი
20.12.2022

გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია დამნაშავის სწრაფ იდენტიფიცირებას და გამოძიებას ითხოვს. ხელისუფლება კი, კირთაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ თავმდამსხმელის უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დგას, უსაფუძვლოს უწოდებს და აქცენტს მის დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებს.

"ნაცმოძრაობისა და კირთაძის პოზიცია ყველამ იცის. მხარს უჭერენ დესტაბილიზაციას, არეულობას. ვიღაცამ კვერცხი თუ ესროლა, რასაკვირველია ეს არ ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ გაილაშქრა სახელმწიფო აპარატმა და უშიშროებამ 2 კვერცხი იყიდა, გამვლელს მისცა და სთხოვა, რომ კირთაძისთვის ესროლა. აბსოლუტურად უსაფუძვლო და უნიათო კომენტარი გააკეთა," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×