რეზონანსი
20.12.2022

უკრაინის პრეზიდენტი, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს გადაწყვეტილება პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ. თემაზე ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ის ამბობს, რომ, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილის თავს ხდება, საქართველოს არ შეეფერება და ეს უნდა შეწყდეს.

"მინდა მივმართო ყველა ჩვენს მეგობარს და კეთილსინდისიერ ადამიანს საქართველოში. ალბათ, ყველამ ნახეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მივმართავ ქართველ ერს და საქართველოს ხელისუფლებას - აუცილებელია წყალობის გამოვლენა, განსაკუთრებით შობის წინა დღეს. ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, ბოროტებაა, ეს საქართველოს არ შეშვენის. ეს უნდა შეჩერდეს. გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მის სიცოცხლეს დაიცავს. გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი თუნდაც უკრაინაში, ევროპის სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, ამერიკაში. ზუსტად ახლა არის დრო, რომ კეთილი საქმე გააკეთოთ. დიდება უკრაინას," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×