რეზონანსი
20.12.2022

მთლად ადეკვატურ მოთხოვნად არ მიმაჩნია, რომ ერთი ქვეყნის პრეზიდენტი მეორე ქვეყნის ხელმძღვანელობას რომელიმე კონკრეტული მსჯავრდებულის გათავისუფლებას მოუწოდებდეს მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აქვს. ეს ყველაფერი ცოტა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ჰგავს, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების კომენტირებისას.

ელისაშვილი გამოეხმაურა ზელენკის განცხადებას, რომლითაც საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას მიმართა და უკრაინის, ევროპის ან ამერიკის კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანისკენ მოუწოდა.

„მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს თუ არა, სხვა ამბავია, მაგრამ მთლად სწორი არ მგონია, რომ სხვა ქვეყანას პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდე, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სააკაშვილი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ისეთ მდგომარეობაში არ იყოს, როგორიც კადრებში ვიხილეთ. ასეთ კადრებს თუ არ ვიხილავთ, უკეთესი იქნება, მაგრამ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებელია საქართველოს ხელისუფლება და მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ არც ერთი მსჯავრდებული და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი არ იყოს ასეთ მდგომარეობაში. მთლად ადეკვატურ მოთხოვნად არ მიმაჩნია, რომ ერთი ქვეყნის პრეზიდენტი მეორე ქვეყნის ხელმძღვანელობას რომელიმე კონკრეტული მსჯავრდებულის გათავისუფლებას მოუწოდებდეს მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აქვს. ეს ყველაფერი ცოტა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ჰგავს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×