რეზონანსი
20.12.2022

ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა თბილისში. ოპოზიცია ზელენსკის მოთხოვნას იზიარებს და თვლის, რომ დასაფასებელია, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ასეთ რთულ დროს აქცენტს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე აკეთებს.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, დავით კირკიტაძე ამბობს, რომ ახლა გამოჩნდება, რამდენად ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლება მეგობრების და პარტნიორების თხოვნას. 

"ჩვენ დავდექით ფაქტის წინაშე, როცა ომში მყოფი ქვეყნის მთავარსარდალი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ვნახოთ, რა რეაგირება ექნება საქართველოს ხელისუფლებას. ისინი მართლა დგანან და ითვალისწინებენ ჩვენი უკრაინელი მეგობრების და პარტნიორების თხოვნას, თუ კიდევ ერთხელ ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და უარი უთხრან უკრაინის პრეზიდენტს ამ თხოვნაზე," - აცხადებს დავით კირკიტაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ზელენსკის განცხადება ერთგვარად სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ჰგავს.

"გასაგებია ერთმნიშვნელოვნად პათოსი ზელენსკის იმასთან დაკავშირებით, რომ დაუძლურებული არ უნდა იყოს სააკაშვილი არც ფიზიკურად, არც ფსიქოლოგიურად, მაგრამ სხვა ქვეყნის მსჯავრდებულზე რომ იქ გადაიყვანეთ და აქ არ გადაიყვანო, ცოტა ორაზროვანია. გარკვეულწილად ჰგავს ჩარევას. გული შესტკივა და კარგ ადამიანობას ავლენს ამით ზელენსკი, თუმცა მეეჭვება, რომ ეს გათვალისწინებული იყოს," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

შეფასება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.

"ნამდვილად ვიზიარებ ზელენსკის შეშფოთებას, ნამდვილად უნდა მიეცეს მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა," - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×