რეზონანსი
20.12.2022

ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის განცხადება უსაფუძვლოა. უმრავლესობა ამბობს, რომ ზელენსკის უკრაინაში "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული მაღალჩინოსნები არასრულ ინფორმაციას აწვდიან, მიხეილ სააკაშვილისთვის კი სათანადო სამედიცინო დახმარება საქართველოშიც უზრუნველყოფილია.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, შესაძლოა საკითხში კარგად გარკვეული არ არის. 

"მესმის, შეიძლება, რომ კარგად გარკვეული საკითხში არ იყოს და შეიძლება მისი გარემოცვიდან მიწოდებული ინფორმაცია სრული არ იყოს და შესაბამისად, ვერ მოსთხოვო ზელენსკის, რომ ყველაფერში სიღრმისეულად ერკვეოდეს. გახსოვთ, ცალკეული ადამიანები, რომლებიც თავს იწონებდნენ და კეკლუცობდნენ სააკაშვილთან მეგობრობის გამო. ეს მხოლოდ ქართველ მოხელეებს არ ეხება, ეს შეიძლება იყვნენ უკრაინელებიც, რომლებსაც აქვთ მჭიდრო თანამშრომლობა და მჭიდრო კავშირები სააკაშვილთან. თუკი რაიმე იყო არა ღირსეული ამ შემთხვევაში სააკაშვილთან დაკავშირებული ისტორიების, ეს შეგიძლიათ გაიხსენოთ სააკაშვილის შემოსვლა საქართველოში და იქ ჩაწერილი ვიდეოები იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ეს გატაცებაა," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის თქმით, ჩანს რომ უკრაინის ხელისუფლება გარკვეულ თავშესაფრად იქცა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის.

"გამიჭირდება იმის თქმა, ზელენსკი როგორ და რა ფორმით იყო ინფორმირებული, მაგრამ ერთი ცხადია, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინის ხელისუფლება გარკვეულ თავშესაფრად იქცა ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის. ის ადამიანები, რომლებიც ვიცით, რომ დღეს უკრაინაში აქტიურად მოღვაწეობენ, უკავიათ მაღალი პოზიციები, მათი იქ არსებობა და ვიცით რომ ლობისტი და მათი ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი არის მმართველი გუნდის ფრაქციის თავმჯდომარე, არახამია, შესაბამისად, ეს სრულ სურათს გვიჩვენებს იმისა, რანაირად ვრცელდება ეს ინფორმაცია და პლუს ამას, როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის გავლენის ქვეშ კონკრეტული პირები მოექცნენ," - აცხადებს გივი მიქანაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×