რეზონანსი
20.12.2022

გიორგი კირთაძეზე თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია. ის ბათუმში მცხოვრები სოსო სირაბიძეა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სირაბიძე პოლიციის განყოფილებაში ცოტა ხნის წინ მიიყვანეს. მან ჟურნალისტების შეკითხვებს - ვის დავალებას ასრულებდა, როცა კირთაძეს თავს დაესხა, პასუხი არ გასცა.

შეგახსენებთ, ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერს აჭარაში, თავს გუშინ, 19 დეკემბერს, პირდაპირი ჩართვისას დაესხნენ თავს და კვერცხები ესროლეს. მიუხედავად იმისა რომ თავდამსხმელი კადრებში კარგად ჩანს, სამართალდამცველებმა ის ინციდენტიდან თითქმის 24 საათის შემდეგ დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×