რეზონანსი
20.12.2022

21 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +8, +13 გრადუსი იქნება. 21 დეკემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში კი 21 დეკემბერს მოსალოდნელია შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +4, +9 გრადუსამდე მოიმატებს. ღამ-ღამობით კი მოსალოდნელია ყინვაც.

ქ. თბილისში 21 დეკემბერს თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +3 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×