რეზონანსი
20.12.2022

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სამართალდამცველების მიერ, 19 წლის ნიკა ოსაძეზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ნიკა ოსაძის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან, განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად აქტიურ რეჟიმში ახორციელებს", - წერს საგამოძიებო სამსახური.

ცნობისთვის, შემთხვევა 17 დეკემბერს, შიდა ქართლში, დაბა აგარაში მოხდა. როგორც 19 წლის ახალგაზრდამ "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა, იგი სამართალდამცველებმა აგარის პოლიციის შენობაში ძალდატანებით გადაიყვანეს და  მასზე ფიზიკურად იძალადეს. ოსაძის თქმით, ძალადობაში მონაწილეობას იღებდა აგარის პოლიციის ხელმძღვანელი, სოსო გელაშვილიც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×