რეზონანსი
20.12.2022

რატომ ამბობს მიხეილ სააკაშვილი უარს ანალიზების სინჯების აღებაზე - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ სააკაშვილი სახელმწიფო ინსტიტუტებს არ ენდობა. ამასთან, ნიკა მელიას თქმით, ეს მთავარი პრობლემა არ არის:

"რატომ ვწვრილმანდებით იმაზე, რაც მეასეხარისხოვანია? - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია მხოლოდ საზღვარგარეთ. სახელმწიფო ინსტიტუტებს კი, არანაირი ნდობა არ აქვთ.

თუ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ამ ქვეყანაში, ეს ადამიანები, ჩემი შეფასებით სუბიექტურები არიან. ასევე, თუკი "ქართული ოცნება" ცდილობს ამ მასშტაბის პრობლემა დაინახოს ამ ინტერაქციაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილსა და რომელიმე სამედიცინო პერსონალთან შედგა, მე ვფიქრობ ეს უადგილოა,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×