რეზონანსი
20.12.2022

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მათი ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია გამოხატავდა მხოლოდ სახელმწიფო ინტერესს. 

"რეზოლუცია, რომელზეც მთელი ამ ხნის განმავლობაში "ქართული ოცნება" მხოლოდ პროპაგანდისტული მიდგომით ასაზრდოებდა საზოგადოებას, პირველ რიგში იყო ის რეზოლუცია, რომელიც გამოხატავდა საქართველოს სახელმწიფო ინტერესს და ეს გულისხმობდა ოკუპაციის, ეთნოწმენდის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებას კრემლის მიერ. ამ ქვეყანას ჰყავს ერთი მტერი და ეს არის რუსეთი და გვწამს, რომ საქართველოს სახელმწიფოს არანაირი ბრალი არ მიუძღვის ოკუპაციაში, რომელიც განახორციელა რუსეთმა," - განაცხადა დეკანოიძემ. 

ამასთან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ ქართული მხარე გამართლდა, ხოლო ოსური კი გამტყუნდა. მაგრამ ეთნიკურ წმენდის ეპიზოდი, რაზეც რეალურად რუსეთს უნდა ეგო პასუხი, საქმიდან გაქრა. 

"ამ პუნქტის შეჯამება არის ბოლო წინადადება, რომელიც ამბობს, რომ ამ ყველაფერს სჭირდება საფუძვლიანი გამოძიება.

საფუძვლიანი გამოძიების მხოლოდ და მხოლოდ ერთი მექანიზმი არსებობს - არსებობს ჰააგის სასამართლო, მეტი სხვა მექანიზმი კაცობრიობაში არ არსებობს, რომ შეისწავლოს. ჰააგის სასამართლომ იმიტომ, რომ ქართული მხარე იყო ბოლომდე მართალი, არანაირი პრობლემა არ ჰქონდა ამ მუხლთან დაკავშირებით, რომ გამოძიება წარმართულიყო ჰააგის მიერ და დადგენილიყო ქართული მხარის სიმართლე, ოსური და რუსული მხარის ბრალეულობა. დღეს რა მივიღეთ?! ქართული მხარე გამართლდა ბოლომდე, ოსური მხარე გამტყუნდა, ხოლო ეპიზოდი, რომელზეც ამავე რეზოლუციაში არის საუბარი, ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით საერთოდ გაქრა საქმიდან. იმიტომ, რომ იქ იკვეთებოდა სწორედ რუსეთის პასუხისმგებლობა,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×