რეზონანსი
22.12.2022

მიხეილ სააკაშვილს ჩვენი ქვეყნის სასამართლოს მიერ მისჯილი აქვს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, თუმცა არაერთი დაზარალებული თვლის, რომ მას სასჯელის სახით უფრო მეტიც ეკუთვნის ძალიან ბევრი დანაშაულისთვის, რომელიც მისი ხელისუფლების პირობებში იყო ჩადენილი და პირადად მის მიერ, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანმა მოუწოდა ყველას, მათ შორის, სხვა ჩვენი მეგობარი ქვეყნების მაღალჩინოსნებს, პოლიტიკოსებს, პირველ პირებს, პატივი სცენ საქართველოს კანონებსა და საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესებს.

„სასჯელს სააკაშვილი იხდის საპატიმროში და როცა ამის საჭიროება არსებობს, სამედიცინო სექტორში. კონკრეტულად ამ მომენტში გახლავთ სამოქალაქო სამედიცინო სექტორში გადაყვანილი, სადაც ყველამ ნახა ვიდეო-კადრების ხილვის შემდეგ, რომ ის არის რეალურად სხვა პატიმრებთან შედარებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი. უნდა გადავადდეს თუ არა სასჯელი, ამას წყვეტს მოსამართლე. ამას ჩვენი ქვეყნის კანონის თანახმად ვერ წყვეტს სხვა ვერავინ. ამიტომ, მე ყველას მოვუწოდებდი მათ შორის, სხვა ჩვენი მეგობარი ქვეყნების მაღალჩინოსნებს, პოლიტიკოსებს, პირველ პირებსაც კი, რომ პატივი სცენ საქართველოს კანონებსა და საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესებს. მეტი არ ვიცი, რა შეიძლება ამ თემაზე კიდევ მრავალჯერ ითქვას", - განაცხადა წულუკიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×