რეზონანსი
22.12.2022

იმედია, კონსენსუსი თებერვლისთვის მიიღწევა. იანვარში კიდევ ერთი თვე გვაქვს დრო და ყველაფერი გაკეთდება, რათა კონსენსუსი იყოს მიღწეული. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ იქნებ, იქნება რთული, თუმცა ჩვენი მხრიდან არ დავიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ მოვახერხოთ კონსენსუსით სახალხო დამცველის არჩევა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველობის სამ კანდიდატზე; აბაშიძე-ბურჯანაძე-ჯანეზაშვილზე, რომელთაც რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა ჰქონდათ.

„ჩვენს უკან დგას მილიონი ამომრჩეველი. ამ მილიონი ამომრჩევლისა და კიდევ უფრო მეტისთვის ეს ტიპაჟები: აბაშიძე, ბურჯანაძე, ჯანეზაშვილი ორგანულად მიუღებელი არიან. ჩვენ ხომ პატივი უნდა ვცეთ პირველ რიგში, ჩვენს მილიონ ამომრჩეველს, რომლისთვისაც ორგანულად მიუღებელია ის ტიპაჟი, რომელსაც აბაშიძე, ბურჯანაძე, ჯანეზაშვილი ან რომელიმე სხვა განასახიერებს. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც მისაღები იქნება მათ შორის ჩვენი მილიონი ამომრჩევლისთვის. კეთილი ინებონ, შემოგვთავაზონ ისეთი კანდიდატების მხარდაჭერა, რომელიც მისაღები იქნება პირველ რიგში, ჩვენი მილიონი ამომრჩევლისთვის. ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ნებისმიერი კანდიდატის მხარდაჭერაზე", - განაცხადა კობახიძემ

მისივე თქმით, კონსენსუსის პრინციპია, რომ კანდიდატი მისაღები იყოს ორივე მხარისთვის.

„კონსენსუსი არ არის ის, რომ ოპოზიციას სურს ვიღაც და შენ გინდა თუ არა, მხარი უნდა დაუჭირო. კონსენსუსი ნიშნავს იმას, რომ კანდიდატი მისაღებია ორივე მხარისთვის. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს. იმედია, კონსენსუსის მიღწევა თებერვლისთვის მიიღწევა. იანვარში დრო კიდევ ერთი თვე გვაქვს და ყველაფერი გაკეთდება, რათა კონსენსუსი იყოს მიღწეული. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ იქნებ, იქნება რთული, თუმცა ჩვენი მხრიდან არ დავიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ მოვახერხოთ კონსენსუსით სახალხო დამცველის არჩევა", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×