რეზონანსი
22.12.2022

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილს ვინმეზე წინ დავაყენებდი და ეს დღეც დადგა. ისეთი არარაობა, უსამშობლო მანქურთია ეს ჩვენი ყოფილი ბელადი, რომ კაცობით და მედგრად დგომით მის ჯალათებთან, ვანოსთან და ბაჩოსთან ახლოსაც ვერ მივა,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს.

როგორც მეგრელიშვილი წერს, სირცხვილია, ეს როგორ უნდა აკადრო საკუთარ თავს და მერე შენს მომხრეებს.

„ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამას დავწერდი.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილს ვინმეზე წინ დავაყენებდი და ეს დღეც დადგა.

ისეთი არარაობა, უსამშობლო მანქურთია ეს ჩვენი ყოფილი ბელადი, რომ კაცობით და მედგრად დგომით მის ჯალათებთან, ვანოსთან და ბაჩოსთან ახლოსაც ვერ მივა. მათი პროცესებიც გვახსოვს, მოიხადეს სასჯელი, სასამართლო პროცესებზე პიჯაკებში გამოწყობილი მიდიოდნენ და ამტკიცებდნენ თავის "სიმართლეს"...

ეს ყველაფერი რა გულის ამრევია, ეს როგორ უნდა აკადრო საკუთარ თავს და მერე შენს მომხრეებს? სირცხვილია"- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×