რეზონანსი
25.12.2022

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანი წითლიძის განცხადებით, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, ვიდრე მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

წითლიძე კიდევ ერთხელ მიმართავს ხელისუფლებას, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

პირველ რიგში, მინდა, შობა მივულოცო ყველას. დღეს არის დღე, როდესაც დაიბადა ქრისტე, რომელიც შემდეგ ჯვარს ეცვა თითოეული ჩვენგანის ცოდვების გამო, რომელმაც გვითხრა, გიყვარდეს მტერი შენი და სიკეთე უქენი შენს მოძულეებს. ჩემი შიმშილობის მეთერთმეტე დღეს მინდა, ისევ მივმართო ხელისუფლებას და ყველას, ვისაც შეუძლია, გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე, გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი სამკურნალოდ. არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას, ვაგრძელებ და ვარ მხნედ", - განაცხადა წითლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×