რეზონანსი
31.12.2022

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით მოკლე მანძილზე მოქმედი სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას „ბიბისი" კორეის სამხედრო მეთაურობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამხრეთ კორეისა და იაპონიის თავდაცვის სამინისტროების ცნობით, რაკეტებმა 350 კილომეტრის მანძილი იფრინეს, რის შემდეგაც ზღვაში ჩავარდნენ.

ჩრდილოეთ კორეის მიერ 31 დეკემბერს რაკეტების გაშვებას სამხრეთ კორეის სამხედრო მეთაურობა სერიოზულ პროვოკაციად აფასებს, რომელიც ძირს უთხრის კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობასა და სტაბილურობას.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ფხენიანმა სხვა წლებთან შედარებით ყველაზე მეტი რაკეტა გაუშვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×