რეზონანსი
04.01.2023

იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ შესაძლებელია კორონავირუსი ისეთივე სეზონური გახდეს, როგორიც გრიპის ვირუსია.

"ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება კორონავირუსთან დაკავშირებით. ჯამურ რაოდენობაში, კორონავირუსის ხვედრითი წილი 9.8% არის, დაახლოებით 10%. ანუ, 10-იდან ერთი შემთხვევა კორონავირუსით ინფიცირებაა. რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსი არსად გამქრალა. ჩვენ ხშირად ვამბობდით, რომ შესაძლებელია გახდეს ისეთივე სეზონური, როგორც გრიპის ვირუსი. სწორედ ეს მონაცემები ადასტურებს ამას.

ამიტომ შესაძლებელია და მოლოდინი გვაქვს, რომ 2023 წელს შეიძლება მოვისმინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, რომ პანდემიის დასასრულია, რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ის გაქრება. ის იქნება, იცირკულირებს როგორც ჩვეულებრივი ვირუსი და ჩვენ მას შევეჩვევით. შევებრძოლებით ვაქცინაციის საშუალებით, ისე როგორც ახლა რისკის ჯგუფებში ვებრძვით გრიპის ვირუსს ვაქცინაციის საშუალებით.

წლევანდელი წელი შეიძლება გამორჩეული იყოს, პირველად ვთქვათ, რომ კორონავირუსი შემოდგომა ზამთრის პერიოდში იყო მოცირკულირე ვირუსებს შორის ერთ-ერთი და არა წამყვანი“, - ივანე ჩხაიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×