რეზონანსი
05.01.2023

ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ამბობენ, რომ 2023 წლის მაისამდე რუსეთი ირანში წარმოებულ ყველა, 1 750-ვე დრონს გამოიყენებს. მათი თქმით, ეს მოხდება მაშინ, თუ ინტენსივობა ისეთივე იქნება, როგორიც 2022 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.

ISW ამბობს, რომ რუსული ძალები სულ უფრო მეტად ეყრდნობიან ირანულ უპილოტო თვითმფრინავებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისთვის, და სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად ამოწურეს ამ სისტემების ამჟამინდელი მარაგი.

ISW-ის თანახმად, რუსეთი სავარაუდოდ შეეცდება შემდგომ ორმხრივ თანამშრომლობას ირანთან, რათა უზრუნველყოს უფრო ზუსტი მართვადი იარაღის სისტემები უკრაინაში გამოსაყენებლად.

"რუსული ძალები 2023 წლის მაისისთვის უკრაინაში გამოიყენებენ ირანული წარმოების ყველა დაპირებულ 1 750 თვითმფრინავს, თუ მათ მოიხმარენ იმავე ტემპით, როგორც 2022 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში", - აღნიშნულია განახლებაში.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ირანში პირველ იანვარს განაცხადეს, რომ რუსეთი და ირანი აშენებენ ახალ ტრანსკონტინენტურ სავაჭრო მარშრუტს სანქციების და "გარე ჩარევის" გვერდის ავლით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×