რეზონანსი
05.01.2023

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 7 მარტს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ბელარუსის დედაქალაქში ჩავიდა, რათა კიევის აღებას იქ დალოდებოდა.

როგორც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, კიევის აღების შემდეგ რუსეთი უკრაინის პრეზიდენტად სწორედ იანუკოვიჩის დასმას აპირებდა.

მისივე ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის დაპყრობის ორ-ეტაპიანი გეგმა ჰქონდა მომზადებული. პირველი ეტაპი იყო მარცხენა სანაპიროსა და კიევის აღება, ხოლო შემდეგ - უკრაინის მთლიანი ტერიტორიის დაკავება.

„7 მარტისთვის მათ დასრულებული უნდა ჰქონოდათ ყველა ოპერაცია, რომელიც მარცხენა სანაპიროსა და კიევს ეხებოდა. ეს იყო უკანასკნელი დედლაინი. ზუსტად ამ დღეს მინსკში ჩავიდა რუსეთის ერთი მოქალაქე და წარსულში უკრაინის მოქალაქე. ის 7 მარტს ჩვენი ტერიტორიის რომელიმე ქალაქში უნდა ყოფილიყო", - განაცხადა დანილოვმა.

დანილოვის თქმით, კიევის აღების შემდეგ რუსებს 19 დღეში უნდოდათ უკრაინის მთელი ტერიტორიის დაკავება.

ცნობისთვის, ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინიდან 2014 წლის "ევრომაიდნის" საპროტესტო აქციების შემდეგ გაიქცა. აქამდე არსებული ინფორმაციით, ის რუსეთში ცხოვრობდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×