რეზონანსი
05.01.2023

ვისურვებდი აქცია ყოფილიყო ერთიანი, მძლავრი, თუნდაც ერთ ლოკაციაზე - ნებისმიერი სახის რყევები ჩვენს პარტიაში, არის მმართველი გუნდის ინტერესში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, გუშინ, სხვადასხვა ლოკაციაზე გამართულ აქციებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ერთიანობა არის ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ნებისმიერი სახის დანაწევრება პარტიას აზიანებს.

„მე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ვიყავი აქციებზე, მაგრამ მივიდოდი ყველგან და მივალ ყველგან, სადაც მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაზე იქნება საუბარი. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, ყოფილიყო უფრო ერთიანი, მძლავრი, თუნდაც ერთ ლოკაციაზე. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ნებისმიერი სახის რყევები ჩვენს პარტიაში, არის მმართველი გუნდის ინტერესში.

არავითარ დაშლაზე საუბარი არ არის, დიდი იმედი მაქვს, არჩევნების შემდეგ ჩვენი პარტია იქნება სხვა მოწოდების სიმაღლეზე და უფრო მაღალი შემართებით ივანიშვილის წინააღმდეგ," - განაცხადა დეკანოიძემ.

კითხვაზე, ეს ყველაფერი შესაძლოა თუ არა უკავშირდებოდეს პარტიაში შიდა არჩევნებს, დეკანოიძე აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ასე იყოს.

„შეიძლება ეს უკავშირდებოდეს წინასაარჩევნო სტრატეგიას, მე არ გამოვრიცხავ ამას და ვფიქრობ, არაფერი განსაკუთრებული არ არის, თუ ახლა ამას ვიტყვით, თუმცა ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ეს იყოს დროებითი," - განაცხადა დეკანოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×