რეზონანსი
05.01.2023

მშვიდობის მოწოდებები, მოსკოვს და კიევს შორის მოლაპარაკებები მხარდაჭერილი უნდა იყოს ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტით და სამართლიანი გადაწყვეტის ხედვით, - მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ მარცვლეულის დერეფანთან, ტყვეების გაცვლასთან და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დადებითი შედეგები აქვს.

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სირიის საკითხზეც ისაუბრეს. მედიის ცნობით, ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ სირიაში ტალ-რიფაატის და მანბიჯის ქურთული სამხედრო ჯგუფებისგან გასაწმენდად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორატის ინფორმაციით, ენერგეტიკულ საკითხებზე საუბრისას, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ქვეყნის გაზის ცენტრალურ ქსელად გარდაქმნისთვის, თურქეთი აძლიერებს ინფრასტრუქტურას და შეძლებისდაგვარად სწრაფად გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს საგზაო რუკის დასასრულებლად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×