რეზონანსი
05.01.2023

თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შესთავაზა უკრაინის ლიდერს შუამავლობა რუსეთთან. ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

როგორც მედია თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, ერდოღანმა ზელენსკის უთხრა, რომ თურქეთი მზადაა, იკისროს შუამავლობა, რათა ხელი შეუწყოს მდგრადი მშვიდობის დამყარებას რუსეთსა და უკრაინას შორის.

სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა თურქეთის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე ჰუმანიტარულ და ენერგეტიკულ საკითხებში, ასევე ე.წ. ხორბლის დერეფნის ამოქმედებაში ოფიციალური ანკარის მიერ შეტანილ წვლილზე.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლისთვის სამუშაოები გრძელდება. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მას შეუძლია, შეიტანოს წვლილი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხო ზონის შექმნის პროცესის დაჩქარებაში.

თავის მხრივ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტთან განიხილა თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში, კერძოდ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხზე, ასევე ტყვეების გაცვლის თემატიკა, „ხორბლის დერეფნის" განვითარების საკითხი და „მოხარული იყო, მოესმინა, რომ თურქეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს უკრაინის „მშვიდობის ფორმულის" რეალიზაციაში".

შეგახსენებთ, რომ დღესვე ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×